Wednesday, July 13, 2016

დღევანდელი ტრენინგი დავიწყეთ 7მოდულის განხილვით.ყურადღება გავამახვილეთ ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.განვიხილეთ სასწავლო პროექტის ჩეკლისტი,ჩემი პროფესიული განვითარება.დავასრულეთ პროექტის გეგმა და გადავედით პრეზენტაციებზე.სოფო ჯანყულაშვილმა წარადგინა პროექტი “რა უჭირს ძეგლს“,თემა საინტერესოდ იქნა წარმოდგენილი.ამის შემდეგ მოვისმინეთ მაია შაღაშვილის პროექტი “სწავლა-განათლება ძველად და ახლა“,მომხსენებელმა საინტერესოს წარმოადგინა პროექტი.მარეზი მღებრიშვილმა გაგვაცნო პროექტი“როგორ ვივხოვროთ ეკონომიურად“.
თემა საინტერესო და აქტუალური იყო.ქალბატონმა ჟუჟუნა არაგვიშვილმა პრეზენტირება გაუკეთა თემას “უკეთ როგორ ვთქვა ჩემი სათქმელი?“მოვისმინეთ ძალიან საინტერესო პროექტი ქალბატონ ლალი თანიაშვილის წარდგინებით “გრამატიკა და “ვ“ ასოს გამოყენება.თანამედროვე ქართულ მართლწერაში.მოვისმინეთ ქალბატონ მედეა ნაცვალაძის პროექტი “გაუცხოება მამასა და შვილს შორის“.პროექტი ძალიან აქტუალურად ჰქონდა დაკავშირებული რეალურ ცხოვრებასთან.ძალიან საინტერესოდ წარმოადგინა მაია ღლონტმა პროექტი “სტუმრობა მოლში“.პროექტი ძალიან საინტერესო იყო.ლია  ჩაგელიშვილმა პრეზენტაცია გაუკეთა თემას “ამინდი,რომელმაც შეცვალა ისტორიული დრო“დალი ერაძემ უაღრესად საინტერესო  გაგვაცნო პროექტი “ განსასვენებელ ზიარებაზე ჩემთან არ მოვა შენი ხსენება“.-გალაქტიონ ტაბიძე.დიანა გრატიაშვილმა წარადგინა პროექტი-“თანამედროვე თბილისის არქიტექტურა“-ეს პროექტი დღესაც ძალიან აქტუალურია.შემიძლია ვთქვა,რომ intel-ის ტრენინგი დალიან ბევრის მომცემი იყო და გამოვიყენებთ ჩემს პრაქტიკაში.ვისწავლე თანამედროვე ტექნოლოგიებით წარმატებული პროექტების დაგეგმვა.

No comments:

Post a Comment