Wednesday, July 13, 2016

დღევანდელი ტრენინგი დავიწყეთ 7მოდულის განხილვით.ყურადღება გავამახვილეთ ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.განვიხილეთ სასწავლო პროექტის ჩეკლისტი,ჩემი პროფესიული განვითარება.დავასრულეთ პროექტის გეგმა და გადავედით პრეზენტაციებზე.სოფო ჯანყულაშვილმა წარადგინა პროექტი “რა უჭირს ძეგლს“,თემა საინტერესოდ იქნა წარმოდგენილი.ამის შემდეგ მოვისმინეთ მაია შაღაშვილის პროექტი “სწავლა-განათლება ძველად და ახლა“,მომხსენებელმა საინტერესოს წარმოადგინა პროექტი.მარეზი მღებრიშვილმა გაგვაცნო პროექტი“როგორ ვივხოვროთ ეკონომიურად“.
თემა საინტერესო და აქტუალური იყო.ქალბატონმა ჟუჟუნა არაგვიშვილმა პრეზენტირება გაუკეთა თემას “უკეთ როგორ ვთქვა ჩემი სათქმელი?“მოვისმინეთ ძალიან საინტერესო პროექტი ქალბატონ ლალი თანიაშვილის წარდგინებით “გრამატიკა და “ვ“ ასოს გამოყენება.თანამედროვე ქართულ მართლწერაში.მოვისმინეთ ქალბატონ მედეა ნაცვალაძის პროექტი “გაუცხოება მამასა და შვილს შორის“.პროექტი ძალიან აქტუალურად ჰქონდა დაკავშირებული რეალურ ცხოვრებასთან.ძალიან საინტერესოდ წარმოადგინა მაია ღლონტმა პროექტი “სტუმრობა მოლში“.პროექტი ძალიან საინტერესო იყო.ლია  ჩაგელიშვილმა პრეზენტაცია გაუკეთა თემას “ამინდი,რომელმაც შეცვალა ისტორიული დრო“დალი ერაძემ უაღრესად საინტერესო  გაგვაცნო პროექტი “ განსასვენებელ ზიარებაზე ჩემთან არ მოვა შენი ხსენება“.-გალაქტიონ ტაბიძე.დიანა გრატიაშვილმა წარადგინა პროექტი-“თანამედროვე თბილისის არქიტექტურა“-ეს პროექტი დღესაც ძალიან აქტუალურია.შემიძლია ვთქვა,რომ intel-ის ტრენინგი დალიან ბევრის მომცემი იყო და გამოვიყენებთ ჩემს პრაქტიკაში.ვისწავლე თანამედროვე ტექნოლოგიებით წარმატებული პროექტების დაგეგმვა.

Tuesday, July 12, 2016

პროცედურების დაწერისას ყურადღება მივაქციე მიზნებს,21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს,შეფასების და მოსწავლეთა დიფერენცირების საჭირო აქტივობებს.საშუალება მაქვს წავიკითხო სახლში 7მოდული და ფასილიტაციის დოკუმენტები.

Monday, July 11, 2016

ტრენერმა გაგვიაქტიურა წინარე ცოდნა. გავიხსენეთ გასულ ტრენინგებზე ნასწავლი მასალა.ამის შემდეგ .გარდნერის მრავალმხრივი განვითარების თეორიის მიხედვით
გავიგეთ თუ მოსწავლეებს რომელი ინტელექტი შეიძლება ჰქონდეთ განვითარებული.შევადგინეთ  კითხვები,რომლებიც დაგვეხმარება მოსწავლეების სხვადასხვა ინტელექტის შემოწმებაში.ეს მასალა შევინახეთ პროექტის დამხმარეში.ამის შემდეგ რესურსებში გავხსენით მოსწავლეთა მხარდაჭერა .ვისწავლეთ ხარაჩოს შექმნა და დავიწყეთ პროცედურების შექმნა და შევინახეთ ბლოგზე.

Friday, July 1, 2016

სასწავლო პროექტის შაბლონში საგნობრივ სტანდარტებს დავამატეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.ამის შემდეგ გადავედით ვიუვერის მე-2 მოდულზე და განვიხილეთ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა მეთოდები.მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროების შეფასების სტრსტეგიები.წახალისების და თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობითი უნარის სტრატეგიები.,პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები.ძალიან მომეწონა ეს მასალა.პრაქტიკაში ადვილად გამოვიყენებ.შეფასება ყოველთვის რთული იყო ჩემთვის და დღევანდელი პრაქტიკული მუშაობა გამიადვილებს შეფასებას.ბოლოს მასწავლებლებმა უკუკავშირი მივეცით ერთმანეთის ბლოგებს.მივიღეთ საშინაო დავალება.

Monday, June 27, 2016

დღევანდელი დღეც საინტერესოდ წარიმართა,გავიხსენეთ წინა ტრენინგის მასალები.შემდეგ კი გადავედით ახალი აქტივობის შესრულებაზე.viewer -ში მეორე მოდულში განვიხილეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომიის სიტყვები.შემდეგ კი შევამოწმეთ საგნობრივ სტანდარტი.იყო თუ არა მაღალ სააზროვნო უნარებზე გათვლილი.ამის მიხედვით დავწერე მიზნები ყოველი ინდიკატორისთვის.მოვიფიქრე ზოგადი კითხვა და შევიტანეთ გეგმის შაბლონში.ყველამ საკუთარი საქაღალდე ავტვირთეთ google drive ში.და დოკუმენტი მოვამზადეთ საშინაო დავალების შესასრულებლად.

Thursday, June 23, 2016

დღევანდელ ტრენინგზე გავარჩიეთ და ჩავასწორეთ საშინაო დავალებები,შემდეგ განვათავსეთ  პროექტის გეგმაში.ამ აქტივობის შემდეგ გადავედით სხვა დავალების შესრულებაზე.შევავსეთ პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი.ამის შემდეგ მოვიძიეთ ეროვნული სასწავლო საგნობრივი გეგმები და შევარჩიეთ ინდიკატორები,რომლებიც შეესაბამებოდა ჩვენი პროექტის გეგმას.ამ დავალების შემდეგ მოვიძიეთ  და განვიხილეთ ბუკლეტების ნიმუშები.ვისწავლეთ ტექსტების და სურათების განთავსება ბუკლეტებში და text box ჩასმა insert-იდან და ბოლოს გადავიგზავნეთ საკუთარ მეილებზე.

Wednesday, June 22, 2016

გავიგე,რომ intel ტრენინგი ემსახურება მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.დღეს გავეცანი intel-ის კურსს.განვიხილეთ და პრაქტიკულად ვიმუშავეთ სხვადასხვა აქტივობებზე.შევქმენით პორტფოლიო და საქაღალდეები.გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს,პორტფოლიოს ჩეკლისტს,რომელიც განსაზღვრავს რომელ საქაღალდეში რომელი დოკუმენტი  უნდა შევინახოთ.გავეცანით რესურსებს,კერძოდ რომეო და ჯულიეტას მაგალითს და ამის მიხედვით უნდა დავწეროთ ჩვენი იდეის შინაარსი.