Monday, June 27, 2016

დღევანდელი დღეც საინტერესოდ წარიმართა,გავიხსენეთ წინა ტრენინგის მასალები.შემდეგ კი გადავედით ახალი აქტივობის შესრულებაზე.viewer -ში მეორე მოდულში განვიხილეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომიის სიტყვები.შემდეგ კი შევამოწმეთ საგნობრივ სტანდარტი.იყო თუ არა მაღალ სააზროვნო უნარებზე გათვლილი.ამის მიხედვით დავწერე მიზნები ყოველი ინდიკატორისთვის.მოვიფიქრე ზოგადი კითხვა და შევიტანეთ გეგმის შაბლონში.ყველამ საკუთარი საქაღალდე ავტვირთეთ google drive ში.და დოკუმენტი მოვამზადეთ საშინაო დავალების შესასრულებლად.

Thursday, June 23, 2016

დღევანდელ ტრენინგზე გავარჩიეთ და ჩავასწორეთ საშინაო დავალებები,შემდეგ განვათავსეთ  პროექტის გეგმაში.ამ აქტივობის შემდეგ გადავედით სხვა დავალების შესრულებაზე.შევავსეთ პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი.ამის შემდეგ მოვიძიეთ ეროვნული სასწავლო საგნობრივი გეგმები და შევარჩიეთ ინდიკატორები,რომლებიც შეესაბამებოდა ჩვენი პროექტის გეგმას.ამ დავალების შემდეგ მოვიძიეთ  და განვიხილეთ ბუკლეტების ნიმუშები.ვისწავლეთ ტექსტების და სურათების განთავსება ბუკლეტებში და text box ჩასმა insert-იდან და ბოლოს გადავიგზავნეთ საკუთარ მეილებზე.

Wednesday, June 22, 2016

გავიგე,რომ intel ტრენინგი ემსახურება მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.დღეს გავეცანი intel-ის კურსს.განვიხილეთ და პრაქტიკულად ვიმუშავეთ სხვადასხვა აქტივობებზე.შევქმენით პორტფოლიო და საქაღალდეები.გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს,პორტფოლიოს ჩეკლისტს,რომელიც განსაზღვრავს რომელ საქაღალდეში რომელი დოკუმენტი  უნდა შევინახოთ.გავეცანით რესურსებს,კერძოდ რომეო და ჯულიეტას მაგალითს და ამის მიხედვით უნდა დავწეროთ ჩვენი იდეის შინაარსი.